პროექტის სახელი: მართკუთხედი , კვადრატი.
პროექტის მოკლე აღწერა: დავასაბუთოთ, რომ მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედებიდან უდიდესი ფართობი აქვს კვადრატს.
პროექტის მოკლე აღწერა: დავასაბუთოთ, რომ მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედებიდან უდიდესი ფართობი აქვს კვადრატს.
პროექტის სრული აღწერა : მართკუთხედის პერიმეტრი 28 სმ-ა. ვთქვათ, ამ მართკუთხედის ერთი გვერდია X, რისი ტოლია მეორე გვერდი? ერთ-ერთი გვერდის X-ის საშუალებით მეორე გვერდი ასე გამოითვლება: (14-X) რა გამოსახულებით ჩაიწერება ამ მართკუთხედის ფართობი? ფართობი X*(14-X) რისი ტოლია ამ კვადრატის ფართობი, რომლის პერიმეტრიც 28 სმ-ია? თუ მართკუთხედი კვადრატია, მაშინ მისი გვერდი 7სმ, ფართობი 49 ვაჩვენოთ რომ აღნიშნული კვადრატის ფართობი X-ის ნებისმიერი მნიშვნელობისთვის არ არის ნაკლები ამავე პერიმეტრის მქონე ნებისმიერი მართკუთხედის ფართობზე ცნობილია, რომ იმ მართკუთხედის პერიმეტრი რომლის გვერდები სანტიმეტრების მთელი რიცხვებით გამოისახება და 28სმ-ია მაშინ ამ მართკუთხედის ორი მეზობელი გვერდის ჯამი 14 სმ-ია. ეს გვერდები შეიძლება იყოს 1 და 13, 2 და12, 3 და11, 4 და10, 5 და 9, 6 და 8, 7 და 7, შესაბამისად ფართობი შეიძლება იყოს 13სმ 24სმ 33სმ 40სმ 45სმ 48სმ და49სმ. მივიღეთ რომ 28სმ პერიმეტრის მქონე ნებისმიერი მართკუთხედის ფართობი არ აღემატება იმავე პერიმეტრის მქონე კვადრატის ფართობს. ანუ უფრო ზუსტად 28სმ პერიმეტრის მქონე მართკუთხედებიდან ყველაზე დიდი ფართობი კვადრატს აქვს.
შეფასების რუბრიკამონაწილეთა ასაკი : მერვე კლასი
ვადა : 45 წთ.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა,მოსწავლეები განიხილავენ შემთხვევებს, მართკუთხედების გვერდებს გამოსახავენ მთელი რიცხვებით და ითვლიან ფართობს.
მოსალოდნელი შედეგი: ამ პროექტიდან გამომდინარე ბავშვებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.
სარგებელი სხვებისათვის:
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ფასილიტატორი : ირინა დიდებაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irinadidebashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://irinedidebashvili.blogspot.com